სწავლების მეთოდები
ადამიანის ტვინს ნებისმიერ ასაკში შეუძლია ცვლილება, აღნიშნულ თვისებას ნეიროპლასტიურობა ჰქვია. ტვინი ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გამოიმუშაოს პიროვნული უნარები, რომლებიც, ერთი შეხედვით, არც კი ჰქონია.

ბავშვებში ნეიროპლასტიურობა მეტად არის წარმოდგენილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფი ცვლილებების მიღების შესაძლებლობას, თუმცა სასურველი შედეგის მიღება ინტენსიური ვარჯიშით მიიღწევა, ისევე, როგორც სპორტის შემთხვევაში.

თუ მუდმივად არ ვარჯიშობ, შენი კუნთები სუსტდება და ტანი არ გაძლევს მაღალი შედეგის მიღების შესაძლებლობას, იგივეა ტვინის შემთხვევაშიც.

ჩვენი მეთოდოლოგია ეყრდნობა მიკრო-სწავლების პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირეხნიანი სასწავლო/სავარჯიშო ელემენტებით, თუმცა ხანგრძლივი დროის პერიოდში შესაძლებელია პიროვნული უნარების განვითარება.

ყოველდღიური, მაგრამ მცირე დროის განმავლობაში ვარჯიში, სამეცნიერო კვლევების თანახმად, უზრუნველყოფს მაღალი შედეგის მიღებას და ხანგრძლივი პერიოდით შედეგების მიღწევას.

ჩვენი სავარჯიშოები მენტალურ და სააზროვნო პროცესებსა და კოგნიტური უნარების გამოყენებას მოითხოვს. ამ პროცესში ჩვენ გონებრივად ჩართულები ვართ - საკუთარ აზროვნებას, ფიქრის პროცესს, საკითხსა თუ მოვლენებს სხვადასხვა კუთხიდან ვაკვირდებით, ვიყენებთ დაგროვილ ცოდნას და ა.შ., რის შედეგადაც შესაბამისი სააზროვნო უნარები აქტიურდება, რაც ხელს უწყობს მათ გავარჯიშებასა და გაუმჯობესებას.



ბავშვებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად ჩვენ ასევე გამოვიყენეთ თამაშებზე დამყარებული პრაქტიკა - შეჯიბრებადობა, თამაშების ინტერფეისი, ლიდერების დაფა და სხვა ელემენტები ბიძგს აძლევს ბავშვს აქტიურად ჩაერთოს პროცესში.

გარდა ამისა, სწავლების პროცესში მას შეხვდება ქეისები რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების გარჩევის და გადაწყვეტილებების მიღების შესახებ, რაც კიდევ უფრო უზრუნველყოფს გავარჯიშებული უნარის რეალურ ცხოვრებასთან მიბმას.

ჩვენი სისტემით სარგებლობისას თქვენ საშუალებას აძლევთ ბავშვს, მიიღოს კლასგარეშე საქმიანობით ისეთი სარგებელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას და წარმატებას მოუტანს მომავალში, რადგან განსჯა, გადაწყვეტილებების მიღების, დაგეგმარების, ინფორმაციის ანალიზის და სხვა უნარები ის უპირატესობებია, რომლებიც ავითარებს და უზრუნველყოფს ბავშვის წარმატებას!