მომავლის შესახებ
ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ ბავშვები მომავლის გამოწვევებისთვის, სამუშაოსა და ტექნოლოგიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არც არსებობს, ასევე სკოლის დასრულებისას ბავშვებს მოუწევთ საკმაოდ ბევრი პრობლემის და გამოწვევის დაძლევა, რომლის შესახებაც ჯერ არც აქვთ წარმოდგენა.

ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს განვითარებული კრიტიკული აზროვნება, რომელიც დაეხმარება პრობლემების და გამოწვევების დროულ აღმოჩენაში, მათ ანალიზში, გადაწყვეტილების მოფიქრებასა და შემდეგი ნაბიჯების დასახვაში.