გაქვთ კითხვები?
ძალიან კარგი, ჩვენ პასუხები გვაქვს!
F.A.Q
ხშირად დასმული შეკითხვები

მომსახურებით სარგებლობა იწყება სარეგისტრაციო ფორმის შევსების, შესაბამისი დონის კურსის შერჩევისა და თანხის გადახდის შემდგომ. მომსახურებაზე ხელმოწერის შემდეგ სისტემა ავტომატურად იწყებს სავარჯიშოების გაგზავნას მითითებულ მეილზე, დღეში 2 ან მეტი სავარჯიშო.

ერთი ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით. სარეგისტრაციო ფორმაში მიეთითება მშობლის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც იგზავნება ბავშვისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები. ელექტრონული ფოსტის მისამართის დამოწმება ხორციელდება მოსულ წერილში ლინკზე დაჭერით, რომლითაც მომხმარებელი ასევე გადადის გადახდის პროცედურაზე.

გადახდის პროცესი მიმდინარეობს უშუალოდ ბანკის გარემოში, რომ თავიდან იყოს აცილებული პრობლემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

სავარჯიშოები იგზავნება განსაზღვრული კურიკულუმის მიხედვით, რომელიც მიმართულია კრიტიკული აზროვნების ყველა ელემენტის განვითარებისკენ, შესაბამისად კურსის რეკომენდებული მინ. ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს. აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამომუშავდეს შესაბამისი ჩვევა და გამტკიცდეს ნეირონული კავშირები, რაც განაპირობებს გრძელვადიან პერიოდში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. როგორც ნებისმიერი ვარჯიშის შემთხვევაში, სასურველია ბავშვმა 6 თვის შემდეგაც განაგრძოს განვითარება, მას ყოველთვის დახვდება ახალი კურიკულუმი და საინტერესო პროცესი.

მომსახურებაზე ხელმოწერის შემდეგ მომხმარებელს თანხა ეჭრება ყოველთვიურად ავტომატურად და არ ქმნის საჭიროებას განმეორებით შეიყვანოთ ბარათის მონაცემები. მომსახურებაზე ხელმოწერისას მომხმარებელს ავტომატურად ჩამოეჭრება 1 თვის თანხა.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს თქვას უარი სერვისით სარგებლობაზე, მეილში მითითებულ (Unsubscribe-ის) ლინკზე დაჭერით.

სერვისზე ხელმოწერის გაუქმების შემდეგ მომხმარებელს დარჩენილი თვეების თანხა აღარ ჩამოეჭრება.

სერვისზე ხელმოწერამდე მომხმარებელს შეუძლია მომსახურების პრინციპის და ხარისხის შემოწმება დემო რეჟიმში, სადაც ნახავს სავარჯიშოების ტიპებს და პრინციპებს.

მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის მუშაობს ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი info@goandgrow.ge.
კიდევ გაქვთ კითხვები?
აქ თუ ვერ იპოვეთ შეკითხვაზე პასუხი, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!
ჩვენ ყოველთვის აქ ვართ
უსწრაფესი გზა პასუხის მისაღებად