რა არის კრიტიკული აზროვნება
კრიტიკული აზროვნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პიროვნული უნარია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ისეთ გამოწვევებს როგორებიცაა: სწრაფი და მუდმივი ცვლილებები, ზღვა ინფორმაცია, რომელიც მუდმივად უნდა გავაანალიზოთ, შევადაროთ და დავადგინოთ, რომელია სწორი.

ჩვენ მუდმივად გვჭირდება მივიღოთ გადაწყვეტილებები, დავინახოთ შესაძლებლობები ან მოსალოდნელი პრობლემები, დავგეგმოთ პროცესები და დრო.

ამ ყველაფერში ზუსტად კრიტიკული აზროვნება გვეხმარება. კრიტიკული აზროვნება ესაა ადამიანის ტვინის შესაძლებლობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება ეფექტურად განახორციელოს.

ადამიანის ტვინის განვითარება შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის არის პლასტიური. ადამიანის ტვინის პლასტიკურობა გულისხმობს ტვინის შესაძლებლობას შეიცვალოს და ადაპტირდეს გარემოსთან. ზუსტად ტვინის პლასტიკურობა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვზარდოთ მისი შესაძლებლობები ვარჯიშით.

ვარჯიშით შესაძლებელია კონკრეტული პიროვნული/ყოველდღიური უნარის - კრიტიკული აზროვნების გავარჯიშებაც იმ შემთხვევაში ხდება, როცა სხვადასხვა ტიპის ამოცანაზე ვმუშაობთ, რომლებიც უზრუნველყოფს ტვინის შესაბამისი უბნების გააქტიურებას.

ზუსტად ამიტომ ჩვენ მუდმივად გაწვდით განსხვავებული პრინციპის სავარჯიშოებს. ჩვენ ასევე ვიყენებთ სამეცნიერო-საგანმანათლებლო პრინციპს - მიკრო სწავლებას. მიკრო სწავლების დროს მნიშვნელოვანია მუდმივი მცირეხნიანი ვარჯიში. სწორედ ამ პრინციპზე დამყარებით ყოველდღიურად გთავაზობთ მხოლოდ 2 სავარჯიშოს, რომლებზეც ბევრი დრო არ გეხარჯებათ, თუმცა აქტიური ვარჯიშით თქვენს მაღალ შედეგს განაპირობებს.