კრიტიკული აზროვნება ბავშვებისთვის
ასწავლეთ ბავშვს დამოუკიდებელი აზროვნება, წაკითხულიდან აზრის გამოტანა, ლოგიკა, დროის დაგეგმარება და გადაწყვეტილებების მიღება. დარეგისტრირდით და მიიღეთ ელ-ფოსტაზე დღეში
2 სახალისო სავარჯიშო ან რეალური ცხოვრების ქეისი, ადევნეთ თვალი პროგრესს მართვის პანელიდან.
დაიწყე განვითარება

რას მიიღებს ბავშვი?

01
ყოველდღიური სახალისო სავარჯიშოები ზრდადი სირთულით
02
კრიტიკული აზროვნების დონის გაზომვა
03
მართვის პანელი, ინდივიდუალური პროგრამა, საკომუნიკაციო გარემო
04
ყველა სავარჯიშოს შედეგების განხილვა

როგორ მუშაობს სისტემა

კრიტიკული აზროვნება 21-ე საუკუნისთვის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს წარმოადგენს, რომელსაც მუდმივი გავარჯიშება სჭირდება.
1
დარეგისტრირდით
მიუთითეთ ელ-ფოსტის მისამართი (ერთი ბავშვი გთხოვთ დაარეგისტრიროთ, ერთ ელ-ფოსტის მისამართზე), რომლის შემოწმებას თქვენი შვილი შეძლებს და მიიღეთ ყოველდღიურად 2 მიკრო-სავარჯიშოს ლინკი. სავარჯიშოები მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი.
2
რას მიიღებს ბავშვი
ბავშვი მიიღებს სახალისო თავსატეხებს, ლოგიკურ თამაშებს, ტესტებს, რომელიც განუვითარებს ინფორმაციის ანალიზის, დასკვნების გამოტანის, გადაწყვეტილების მიღების, დროის დაგეგმვის და სხვა უნარს. აღნიშნული სავარჯიშოები აგებულია ჩვენი სპეციალისტების მიერ წამყვან სამეცნიერო პრინციპებზე დაყრდნობით, შემეცნებითი (კოგნიტური) ფსიქოლოგიის მიმართულებით. შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია სისტემატიური ვარჯიში.
3
როგორ ვავითარებთ კრიტიკულ აზროვნებას
ნეირომეცნიერების მიმართულებით კვლევების თანახმად, ადამიანის უნარების განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის პერიოდული ვარჯიშია აუცილებელი. ჩვენ ვიყენებთ მიკროსწავლების პრინციპს, რომელიც სახალისო აქტივობაში ბავშვის დღის განმავლობაში მხოლოდ 10-15 წუთით ჩართვას მოითხოვს. სავარჯიშოები მნიშვნელოვნად ავითარებს მის კოგნიტიურ (სააზროვნო) უნარებს.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

ხათუნა გოგოჭური
(თბილისი)
ჩემი შვილი ყოველ დღე ელოდება დავალებებს და მეკითხება, გამოიგზავნა თუ არაო. მადლობა გუნდს, რომ ასეთ პერიოდში ბავშვებს ეხმარებით დრო ნაყოფიერად გამოიყენონ.
ლაურა ბიჭიკაშვილი
(თბილისი)
რეგულარულად აკეთებს სავარჯიშოებს და უხარია. მნიშვნელოვან უნარებს იძენს ბავშვი, კრიტიკული აზროვნება და ლოგიკა ძალიან მნიშვნელოვანია.
მანანა კარიჭაშვილი
(ურბნისი)
მომეწონა, საინტერესოდ მომეჩვენა და არც შევმცდარვარ. პროგრესსაც ვხედავ, ბოლო სავარჯიშოები უკეთ გააკეთა და როგორც ჩანს, მართლა ავითარებს აზროვნებას და სისწრაფეს.
ნინო ნარიმანიძე
(თბილისი)
ძალიან სახალისოა, უხარია, როცა სწორი პასუხები აქვს. ძალიან კარგი წამოწყებაა, მადლობა სავარჯიშოებისთვისაც და ყურადღებისთვისაც, ხან მწერთ, ხან მირეკავთ.